დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში სამუშაოები დასრულების ფაზაშია

დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში სამუშაოები დასრულების ფაზაშია და წლის ბოლოს რუსთავს კიდევ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეემატება.

პროექტი, 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციის გაშენებას, ბავშვთა გასართობი და სპორტული ინფრასტრუქტურის, დასასვენებელი ფანჩატურების, შადრევნის, ქვაფენილების, სარწყავი სისტემისა და განათების მოწყობას ითვალისწინებდა.

სკვერის სრული რეაბილიტაციის პროცესი, თითქმის დასრულებულია

პროექტი, ცენტრალური და რუსთავის ბიუჯეტიდან 3 308 000 ლარით დაფინანსდა და საბოლოო სახეს, უახლოეს მომავალში მიიღებს.