დღეს, სასკოლო სპორტის კვირეულის დახურვა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა აღინიშნა

დღეს,რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე სასკოლო სპორტის კვირეულის დახურვა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა აღინიშნა.

ცენტრალურ სტადიონზე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთამენთს გარბენში შეეჯიბრნენ. ასევე გაიმართა მხიარული სტარტები, სადაც ერთმანეთს N13 და N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოქტომბრის თვიდან დაიწყება და მონაწილეობას როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები მიიღებენ.

ოლიმპიადა ყოველ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.