ილონ მასკი Twitter-ის მოხმარებისთვის გადასახადის დაწესებაზე ფიქრობს. ამის შესახებ BBC წერს
გამოცემის ინფორმაციით, ამ საკითხზე სოციალური ქსელის მფლობელმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ისაუბრა.
„გადავდივართ მცირე ყოველთვიურ გადასახადზე სისტემის გამოყენებისთვის“, – განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ ეს ბოტებთან ბრძოლის ერთადერთი ქმედითი მეთოდია.
BBC-მ კომპანიას ოფიციალური კომენტარისთვის მიმართა, თუმცა, ამ დრომდე მასკის გეგმებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება არ მიუღია.