საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში გრძელდება. გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სიტყვით მიმართავს.
საქართველოს პრემიერმა უკვე მიიღო მონაწილეობა მთავრობის მეთაურების ფორმატში გამართულ დისკუსიაში. გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა არაერთი პირისპირ შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა.