ლიბიაში ქარიშხალსა და წყალდიდობას ებრძვიან

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა.

დაკარგულად ითვლება 10 000 ადამიანი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმებმა ორი კაშხალი ჩამოანგრია, შედეგად წყალი უკვე დატბორილ რაიონებში შევიდა.

ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ დერნას მიადგა, სადაც 6 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.