მედიათეკა რუსთაველ ახალგაზრდებს მრავალმხრივ სერვისებს სთავაზობს

რუსთავში, ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად არაფორმალური განათლების ცენტრი მედიათეკა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა რუსთაველ ახალგაზრდებს მისვლა მთელი კვირის განმავლობაში შეუძლიათ.

მედიათეკაში მოქმედებს სააბონენტო სისტემა:

აბონიმენტის ფარგლებში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სივრცეში არსებული ყველა რესურსით,

მომხმარებლის რეგისტრაცია და ბარათის გაცემა ხდება ადგილზე, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

მედიათეკა წარმოადგენს სივრცეს, რომელიც უმთავრესად მოემსახურება რუსთავში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მათ მრავალმხრივ სერვისებს სთავაზობს მათ შორის: არაფორმალური განათლების ღონისძიებებს, სამუშაო სივრცეს, წვდომას ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებსა და მატერიალურ წიგნებზე.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სასარგებლოდ და საქმიანად გაატარონ დრო თანატოლებთან, მოაწყონ იდეებისა და პროექტების პრეზენტაციები, დაგეგმონ და განახორციელონ სხვა აქტივობებიც.

რუსთავში ახალგაზრდული სივრცე ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მერიის მჭიდრო თანამშრომლობის და თანადაფინანსების შედეგად მოეწყო.

ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.