ნინო ლაცაბიძემ წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გამართა

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილტაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალური შეხვედრა გამართა.

რუსთავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი კომპანია ,,ჯი ვი პიმ“ რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით 2022 წლის ბოლო დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაასრულოს.

კომპანია ,,ჯი ვი პი“ სამუშაოებს შეფერხებით აწარმოებს, რის გამოც რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა ექმნება. რ

რუსთავის მერმა წყლის კონპანიას აღებული ვალდებულებების შესრულება და ერთი კვირის ვადაში, უკვე შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიშის წარმოდგენა მოსთხოვა.

შეხვედრას, რუსთავი საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების, კომპანია ,,ჯი ვი პის” და სემეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.