რუსთაველებისთვის კარგად ნაცნობი თინა ბებო 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

,,ა (ა) იპ რუსთავ სერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის უხუცესი თანამშრომელი, თინა გრიგალაშვილი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პროფესიით მასწავლებელი ქალბატონი, პედაგოგიური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის დასუფთავების სამსახურში.

შეგახსენებთ მას ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის მადლობის პრემია გადასცა.

თინა გრიგალაშვილი რუსთავის მერიისგან, ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, ყოველთვიურად 500 ლარიან ფულად პრემიას იღებდა.