რუსთაველი ნიჩბოსანი გაბრიელ როყვა პოლონეთში ტურნირზე გაემგზავრა

რუსთაველი ნიჩბოსანი გაბრიელ როყვა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაემგზავრა. 13 წლის კანოისტი მონაწილეობას ოლიმპიურ იმედებში მიიღებს და მასზე 2 წლით უფროს სპორტსმენებს შეეჯიბრება. ტურნირი 1000 500 და 200 მეტრიან დისტანციებზე გაიმართება.

როგორც რუსთავის ნიჩბოსანთა სკოლის მთავარი მწვრთნელი გიორგი წივწივაძე აცხადებს მათ გაიარეს 2 კვირიანი შეკრება, გაბრიელი მზად არის შეჯიბრისათვის და იმედი აქვს ქალაქს ოქროს მედლებით დაუბრუნდება.