რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა.
ცვლილება შევიდა საკრებულოს N162 განკარგულებაში, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტის, N25 ბაგა-ბაღის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ქონების საპრივატიზებო ნუსხასა და გეგმიდან ამოღებას.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, სასყიდლიანი სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაეცა შპს „კამას“ 20 მიკრორაიონში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 21კვ. მეტრი მიწის ფართობი.
დამტკიცდა მერიის მიერ ინიცირებული რუსთავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმა.
საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობით ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის „სარიტუალო მომსახურების,“ „ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარების“ და „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესებში.
საკრებულოს დღეს გამართულ რიგით N26 სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.