რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო სასწავლო წლის დაწყებას სრულად მომზადებული შეხვდა

ახალი სასწავლო წლის დაწყებას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო სრულად მომზადებული შეხვდა.
15 სექტემბრიდან მუნიციპალური ავტობუსები ჩვეული რეჟიმით, სტანდარტულ გრაფიკით განაგრძობენ მუშაობას.
როგორც ცნობილია შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის დროის ინტერვალი 15 წუთით განისაზღვრება.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები კი კვირის დღეებში 15 წუთიანი,ხოლო შაბათ-კვირას 20 წუთიანი დროის ინტერვალით იმოძრავებენ.
აღსანიშანვია,რომ მგზავრებს ტექნიკურად გამართული,მოწესრიგებული მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება.