რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე სიჩქარის ამთვლელი სექციური კამერები დამონტაჟდა

რუსთავის მერიის ინფორმაციით ქალაქში აღმაშენებლის , თბილისის და სანაპიროს ქუჩებზე სიჩქარის ამთვლელი სექციური კამერები დამონტაჟდა და ჩაირთო.

აღნიშნულ ქუჩებზე მოძრაობა 50 და 60 კმ/სთ სიჩქარით არის დაშვებული.

ცნობილია,რომ სიჩქარის ამთვლელი კამერები უახლოეს მომავალში რუსთავში სხვა ლოკაციებზეც დამონტაჟდება.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ სიჩქარის ამთვლელი კამერები საგზაო უსაფრთხოებისთვის და მოსახლეობის მოთხოვნით დამონტჟდა.