რუსთავში, თანამედროვე ავტობუსის გაჩერება ეწყობა

რუსთავის მერიისა და რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ერთობლივი თანამშრომლობით ქალაქში ახალი პროექტი მიმდინარეობს.

პროექტის განავითარე შენი ქალაქის ფარგლებში რუსთავში  ძველი გაჩერებები ახლით შეიცვალა, ასევე 7 ლოკაციაზე დაემატა ახალი მოსაცდელი სივრცეებიც.გაჩერებებთან დამონტაჟდება ტაბლოები, სადაც ავტობუსების მოსვლის რეალური დრო იქნება გამოსახული

ქალაქში ძველი გაჩერებების ახლით ჩანაცვლების პროცესი და ახალი მოსაცდელი სივრცეების დამონტაჟება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.