საბუთების მიღება საყოველთაო ნათლობისათვის იწყება

საბუთების მიღება საყოველთაო ნათლობისათვის იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და CD დისკით.