საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით.

“განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.