სამწუხაროა, რომ „ ქალი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში ასეთი სახით წარმოჩინდება“- შალვა პაპუაშვილი

„რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო ინციდენტია და მე ძალიან ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა“, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების „პერფომანსი“ შეაფასა და თქვა, რომ  ეს არის დისკრედიტაცია მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში.

პაპუაშვილის თქმით, მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და ეს არის აბსოლუტური შელახვა ადამიანების ღირსებისა.

მისი მოსაზრებით, სამწუხაროა, რომ „ ქალი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში ასეთი სახით წარმოჩინდება“.

„ვფიქრობ, რომ ეს ქალი დეპუტატები არიან, რომლებიც განსაკუთრებულად შეურაცხყოფენ, როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი.

განმეორებით, რამდენჯერმე, ზუსტად ეს ქალი დეპუტატები არიან ამაში ჩართული. აი, ასე ძალიან სამწუხარო რამ რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტში და ვწუხვარ, რომ კოლეგა მამაკაცები ვინც არიან სწორედ ამ ქალებს ამოფარებულები, იმდენი სითამამეც თვითონ არა აქვთ, როცა ამას გეგმავენ თვითონ მაინც გააკეთონ ან გვერდში დაუდგნენ, ან რამე უთხრან თუ არ ეთანხმებიან ამ ყველაფერს. ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან სამარცხვინო ხასიათი ოპოზიციაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.