2022 წლის ივნისი-დეკემბრის თვეში ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი „ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგონებისა და ქალებისათვის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სახელმწიფო, კერძო უფასო ან/და შეღავათანი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა იყო.
ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება ჯანმრთელობის სერვისებისა და ამ მიმართულებით არსებული პროექტების, ეროვნული სკრინინგ პროგრამისა და რესპოდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. სკრინინგ პროგრამის ფარგლებში გათვალის- წინებული სერვისებით სარგებლობის ხელშეწყობა.
პროგრამის წარმომადგენლებმა მოიძიეს ყველა საჭირო ინფორმაცია ჯანდაცვის მიმართულებით არსებული უფასო პროგრამების შესახებ, კვალიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობით გოგონებისა და ქალების ჯანმრთელობის შესახებ შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები როგორც ქართულ, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომ ენაზე, დაიბეჭდა ტრენინგისთვის საჭირო მასალა, ანკეტები.
შეიქმნა პროექტის პრეზენტაცია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალებისა და მედიის მონაწილეობით – ისინი გაეცნენ პროექტის მიზნებს, ბენეფიციართა ჯგუფებს და შევთანხმდნენ პროგრამასთან თანამშრომლობაზე.
პროექტის მსვლელობისას წარმომადგენლები შეხვდნენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“, სადაც ადგილზე გაეცნენ პროექტის მიზნებს, განხორციელებული შეხვედრებიდან გამოვლენილი საკითხებსა და სირთულეებს. თანამშრომლობა დამყარდა „ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან“ და პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მჭიდროდ იყვნენ საქმის კურსში.
ასევე პროექტის მიზნების მიღწევაში აქტიურად ჩართული იყო„ბოლნისის ცენტრალურ კლინიკა“, მათი ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრები და ტრენერი ცნობიერების ამაღლების მიზნით 40 შეხვედრაზე, პირისპირ შეხვდნენ 1078 ქალს, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ სერვისებსა და მომსახურებაზე. სერვისებით სარგებლობისათვის მოვახდინეთ 332 ქალის ორგანიზებული ტრანსპორტირება, თითოეულმა მათგანმა პროექტის ფარგლებში მიიღო უფასო კონსულტაცია მეან-გინეკოლოგისგან, აბსოლუტურად უფასოდ. გამოკვლეული 332 ქალიდან ძუძუს კიბო დაუდგინდა 8 პაციენტს და მოხდა მათი დაკვალიანება, ინფორმაციული მხარდაჭერა, დროული პრევენციისთვის… 32 ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის პრობლემა, რაც ადრეულ ეტაპზე პრევენციას უზრუნველყოფს, ასევე აღსანიშნავია, რომ შემთხვევების დიდ ნაწილში, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, რამაც ბენეფიციარები დაარწმუნა რეგულარული პროფილაქტიკის აუცილებლობაში, როგორ მინიმუმ სკრინინგის პროგრამით გათალისწინებულ ვადაში ეწვიონ ექიმს.
2022 წელს განხორციელებულმა პროექტმა აჩვენა, რომ თუ იარსებებს დამატებითი საშუალება რაც ქალებს ფინანსურ ხარჯებს აარიდებს და ისინი შეძლებენ მიიღონ ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სერვისი თუ მომსახურება, ეროვნული პროგრამა ბევრად გამართულად იმუშავებს და გახდება უფრო ხელმისაწვდომი.
(პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ორგანიზაციამ „ქალთა ფონდი საქართველოში“) ორგანიზაციის წევრებმა ჩამოაყალიბეს ახალი დაფინანსებული პროექტი „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ . (განხორციელების ვადები 19.06.2023-19.01.2024, ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო „ჰეკს-ეპერ ჯორჯიამ“)
პროექტის მიზანია ადვოკატირების კამპანიის წარმოება – მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 ქალისათვის (25-70 წლის) ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სახელმწიფო ან/და შეღავათიანი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა – ყოველწლიურად სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებული უფასო სერვისებით სარგებლობისათვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტირების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯები.