ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.