წალენჯიხაში შეიარაღებულმა პირებმა სახლი დააყაჩაღეს და მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში გუშინ, ღამით ხუთი შეიარაღებული პირი ერთ-ერთი მცხოვრების სახლში შეიჭრა და დააყაჩაღა, სახლის მეპატრონეს კი, ფიზიკურად გაუსწორდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 17 000 ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.