წყლის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის მე-8 მ/რ N19-ში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 1 სექტემბრის 17:30 საათიდან 19:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-7 მ/რ-ს 19, 20, 21, 26, 27 ნომრებს და მე-8 მ/რ-ს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.