ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ოფიციალურ სიაში მოხვდა. 30-კაციან სიაში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ისეთ ცნობილ ფეხბურთელებთან ერთადაა, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კარიმ ბენზემა, ჰარი კეინი, ერლინგ ჰაალანდი და სხვები.