2023-2024 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 1 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში აიღებს და მასში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, საიდანაც 10 სუპერლიგის იქნება, ერთი “ა” ლიგის და ერთი წარმომადგენელი სტუდენტურ ლიგას ეყოლება.
დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები 4 ჯგუფში განაწილდნენ.
კენჭისყრის შედეგად, BC “Rustavi” საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ A ჯგუფში მოხვდა “მარგვეთთან” და “დელტასთან” ერთად…
პირველ შეხვედრას რუსთაველი კალათბურთელები 2 ოქტომბერს 19:00სთ.ზე “მარგვეთი”ს წინააღმდეგ გამართავენ.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 1, 2 და 3 ოქტომბერს გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები 5 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ფინალური დაპირისპირება 7 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.