23-29 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნება

23-29 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნება.

კვირეული საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად, რუსთავშიც გაიხსნა. ფოლადის დარბაზში სხვადასხვა სკოლებს შორის შეჯიბრი ფრენბურში გაიმართა.
მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები ჩოგბურთში, კალათბურთში, ხელბურთში და მინი ფეხბურთში ჩატარდება.

ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული – საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.