6 სექტემბერს, ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 02:00-
დან 02:03 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში მე-17, მე-16, მე-12, მე-11, მე-7 მიკრორაიონებსა და მიმდებარე
ქუჩებზე;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში
გუგუთი, საკირე, ლოქჭანდარი, გორა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, თელეთი,
ახალსოფელი, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, დუმბაძის, კოსტავას, რუსთაველის,ბოსტანქალაქის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, თბილწყარო და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის
სოფლებში ბარეთი, ახალშენი, ჩოლიანი, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.