რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი”-ს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდული ბანაკში მონაწილეების მიღება დაიწყო.
ბანაკი გაიმართება 16-17-18-19 სექტემბერს და სრულად დაფინანსებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ.
ბანაკის ადგილმდებარეობა – ბაკურიანი
ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა – 40
ბანაკი განკუთვნილია ქალაქ რუსთავში მცხოვრებ 16 დან 24 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის.
მონაწილეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს, შეირჩევიან წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმისა და გასაუბრების საფუძველზე. უპირატესობა მიენიჭებათ საზოგადოებრივად აქტიურ, ასევე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებსა და პროგრამებში ჩართულ ახალგაზრდებს.
ბანაკის მიზანია აქტიური რუსთაველი ახალგაზრდების დაკავშირება და ქსელის შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პროექტებზე მუშაობის უნარების განვითარება და ახალგაზრდული შესაძლებლობების ხელშეწყობა.
ახალგაზრდული ბანაკის მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა.
https://docs.google.com/…/1FAIpQLSdV5Yo…/viewform
განაცხადები 11 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.