Squad-R ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეების მიღება დასრულდა

რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი”-ს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეების მიღება დასრულდა.

ბანაკში რომელიც რუსთავში მცხოვრებ 16 დან 24 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის არის განკუთვნილი 40-მდე მონაწილე შეირჩა.

სქუარდ ერ რომელიც სრულად დაფინანსებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 16-19 სექტემბრის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება.

პროექტის მიზანია აქტიური რუსთაველი ახალგაზრდების დაკავშირება და ქსელის შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პროექტებზე მუშაობის უნარების განვითარება და ახალგაზრდული შესაძლებლობების ხელშეწყობა.