„თურნავა უნდა გადადგეს” – სალომე ზურაბიშვილი

„თურნავა უნდა გადადგეს, ერთპიროვნული გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თურნავას წარდგენას ნანობს და ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის:

„ქალბატონი ნათია თურნავა პირადად ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატია და მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილება. თუნდაც, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.

პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის მოვალეობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს.

დროა, ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.