ხვალ, 20 სექტემბერს, კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ ხრამის სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელზე და მშვიდობისა და გაგარინის ქუჩებზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო. შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღარ შეეზღუდება.
სამუშაოების შესრულებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის განახლებულ ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანია ,,რუსთავის წყალი” დამატებით გაავრცელებს.