რუსთაველი მკლავჭიდელის წარმატება
მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი მელიქიშვილმა (85 კგ) მარჯვენა მკლავში პროფესიონალებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატი ყაზახეთში მიმდინარეობდა. რუსთაველმა სპორტსმენმა ყაზახი მეტოქე დაამარცხა და მესამე ადგილს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მელიქიშვილი ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია.