რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი ახალი სეზონისათვის ემზადება,რომელსაც პრემიერით გახსნის
სიჩუმეში დაკარგული თავისუფლება, ,,ირინეს ბედნიერება“ რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე გათამაშდება!
10 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე, ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი კაშია, მაყურებელს დავით კლდიაშვილის ცნობილი პიესის ,,ირინეს ბედნიერება“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს შესთავაზებს.
რატომ არ მიეცა საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება ახალგაზრდა ქალს და რატომ იქცა ის საზოგადოების მიერ გადაწყვეტილების მიღების მსხვერპლად, თავისუფლების აღკვეთა თუ უბრალოდ ძალადობა?! მარადიული კითხვები, რომელიც ავტორმა მე-19 საუკუნეში დასვა და ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
სევდიანი სინამდვილე, გულგრილი საზოგადოების პირისპირ დარჩენილი ახალგაზრდა ქალის შესახებ.









