რუსთავის წყალბურთელებს დღეს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ

რუსთაველ წყალბურთელებს დღეს რუთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი შეხვდნენ.

სპორტსმენები 5-8 სექტემბერს ბათუმში, პეტრე ბრეუსის სახელობის ღია საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.

სპორტულ აქტივობაში 2006 წლიდან ზევით დაბადებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული რუსთავის, თბილისის, ბათუმის, ბულგარეთის, ყაზახეთისა და ლატვიის გუნდები იასპარეზებენ.

რუსთავის გუნდი მონაწილეობას სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით მიიღებს.