რუსთავის მერიისა და რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ერთობლივი თანამშრომლობით ქალაქში ახალი პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის განავითარე შენი ქალაქის ფარგლებში რუსთავში ძველი გაჩერებები ახლით შეიცვალა, ასევე 7 ლოკაციაზე დაემატა ახალი მოსაცდელი სივრცეებიც.გაჩერებებთან დამონტაჟდება ტაბლოები, სადაც ავტობუსების მოსვლის რეალური დრო იქნება გამოსახული
ქალაქში ძველი გაჩერებების ახლით ჩანაცვლების პროცესი და ახალი მოსაცდელი სივრცეების დამონტაჟება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.









