ქართულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის დავით ჩაჩანიძის სახელობის რუსთავის ღია პირველობა გაიმართა

დღეს, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის დავით ჩაჩანიძის სახელობის რუსთავის ღია პირველობა გაიმართა.

ტურნირში 2009-2010 და 2011 -2012 წლებში დაბადებული სპორტსმენებმა 8 წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებსაც სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.