აშშ-ის დაჟინებული მოთხოვნით, ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის შესახებ ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg-ი წერს,
არსებული ინფორმაციით, აშშ მხარს უჭერს ისრაელის გეგმას, გაანადგუროს ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი მიწისქვეშა გვირაბების ქსელი. ამიტომ ისრაელის თავდაპირველი გეგმები, რომლებიც ითვალისწინებდა კოორდინირებული იერიშების მიტანას ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქვეყანაში ჯო ბაიდენის, ენტონი ბლინკენისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლლოიდ ოსტინის ვიზიტების შემდეგ.
სააგენტოს წყაროების ცნობით, სახმელეთო ოპერაცია შესაძლოა დაგეგმილზე უფრო გვიან დაიწყოს და უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
ვაშინგტონის ზეწოლა ისრაელის ხელისუფლებაზე გამოწვეულია იმით, რომ სახმელეთო ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობას შორის შესაძლოა დიდი მსხვერპლი მოჰყვეს და რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ომში ჩაერთვება, რის გამოც კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდება აშშ-იც. შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ ეს წყალში ჩაყრის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ისრაელსა და წამყვან არაბულ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით.