,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნენ

,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, უკვე დასრულებულია პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებდა მეგობრობის გამზირზე 12 შენობის, თამარ მეფის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობის, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნების და ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას. ასევე დასრულდა დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია

ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს პროგრამით გათვალისწინებული მესამე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს, მეგობრობის გამზირზე, 7 შენობის რეაბილიტაციას, საფეხმავლო, ველობილიკებისა და გარე განათების მოწყობას

პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 63.7 მილიონი ლარია