საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ვეტერანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო .
„დღეს ვეტერანის დღე აღინიშნება . მქონდა პატივი ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავსწრებოდი და პირადად მიმელოცა ეს დღე ჩემი მეგობრებისა და თანამებრძოლებისათვის. მეგობრებო , თითოეული თქვენგანი ხართ სიმამაცისა და თავდადების სიმბოლო. დღევანდელი დღე ჩემთვის არის სევდითა და სიამაყით სავსე. სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დავკარგეთ მამაცი მეომრები. სიამაყის განცდას კი მიჩენს ის, რომ გვყავს ამდენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლისა და პატრიოტიზმის მაგალითი. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ვეტერანობაა და მიხარია, რომ თქვენთან ერთად მეც ვარ ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი.“ -აღნიშნა გოგი მეშველიანმა









