უცხოელებისთვის მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში შესვლა ფასიანი გახდება. ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა.
„2024 წლის 15 იანვრიდან უცხოელი ვიზიტორებისთვის შესვლა ფასიანი გახდება. თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აია-სოფიაში სალოცავად ჩამოდიან, შესვლა უფასო იქნება“, – აღნიშნა მეჰმეთ ნური ერსოიმ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია „იუნესკოს“ რეკომენდაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის რეალიზაციის ფარგლებში. გარდა ამისა, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყობა.