მომავალ კვირას საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა. ვიქტორ ორბანი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი იმართება.
მისივე თქმით, ის საქართველოსთვის არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, არამედ მის ევროკავშირში გაწევრიანებას. „თქვენ ჩვენ აქ გვჭირდებით“, – აღნიშნა ორბანმა.