სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. ერთმანეთს რუსთავის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.

პირველი ადგილი როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში რუსთავის N5 საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.

ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრი დეკემბრის ჩათვლით, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, სპორტის 7 სახეობაში: გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურშთი, კალათბურთში 3-3, ხელბურში და მხიარულ სტარტებში გაიმართება.

ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას საქართველოს ბავშვთა სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანადგომით და სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების მერიების ხელშეწყობით ახორციელებს.

პროგრამის მიზანია სასკოლო სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვა.