ალექსანდრე წივწივაძემ ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატი კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მიმდინარეობდა და მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან იღებდნენ

ნიჩბოსანმა ოქროს მედლები ერთ და ორადგილიან კანოეში 500 მეტრიან დისტანციაზე დაიკავა.

ორადგილიან კანოეში 200 მეტრიან დისტანციაზე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჩემპიონატზე იმყოფებოდა რუსთაველი ნიჩბოსანი თენგო მაღრაძე, მან ოთხადგილიანი კაიაკით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების წევრებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.