ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „ბოლნისის კულტურის ცენტრში“ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „სოფლად მცხოვრები ქალების როლი ადგილობრივი თემის განვითარებაში“ გაიმართა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი, სოფლად მცხოვრები ქალები და ბოლნისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პროგრამები გააცნეს და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებების შესახებ იმსჯელეს.
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნდა და ის ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება.