ბოლნისში მერვე კლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მერვე კლასელმა გოგომ ბავშვი გააჩინა. ნაადრევი ქორწინების შესახებ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.

14 წლის გოგოს მშობიარობის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი თოზუ გულმამედლი ავრცელებს.

„ადგილობრივების თქმით ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა. საქმეს იძიებს შსს. აშკარად ჩანს რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ბავშვების დასაცავად“. – წერს გულმამედლი ფეისბუკზე.

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო.