გოგი მეშველიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი პროექტის „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება” ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძესთან და კომიტეტის წევრებთან ერთად 23-28 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ჰააგაში.

პარლამენტის წევრები ვიზიტის დროს შეხვედრებს გამართავენ ნიდერლანდების საჯარო ფინანსების მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის: ნიდერლანდების პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრთან, გენერალურ აუდიტორთან, სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტთან და ნიდერლანდების სტატისტიკის სამსახურის გენერალურ დირექტორთან.