პარლამენტი იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. დღეს გაირკვევა, როდის გაიმართება აღნიშნულთან დაკავშირებით კენჭისყრა. იმპიჩმენტს მხარს უმრავლესობის 84 და ევროპელი სოციალისტების 4 დეპუტატი უჭერს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარს არ დაუჭერს.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი დარბაზში შესვლას არ გეგმავს. პარტია ამისკენ მოუწოდებს კოლეგებსაც. თუმცა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი დარბაზში შესვლაზე უარს არ ამბობს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მოგროვდება, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, ვისაც ვადის ამოწურვამდე იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ.