დღეს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. საკითხზე მუშაობა 12:00 საათიდან დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, მათ პრეზიდენტმა დაუდასტურა, რომ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.
„კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.








