„ვიკინგები: ვალჰალას“ მესამე სეზონი ფინალური იქნება

„ვიკინგები: ვალჰალას“ მესამე სეზონი ფინალური იქნება. ამის შესახებ IGN-ი სერიალის შოურანერზე, ჯებ სტიუარტზე დაყრდნობით წერს

„ლოგიკური იყო, რომ ლიფის, ფრეიდისისა და ჰარალდის მოგზაურობა მესამე სეზონით დავასრულოთ“, – განაცხადა სტიუარტმა.

IGN-მა შოუს ფინალური სეზონის პირველი კადრებიც გამოაქვეყნა. სერიალი ეთერში 2024 წელს დაბრუნდება.