პროექტის „კამერული მუსიკის კონცერტები და მასტერკლასები“-ის ფარგლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში ღონისძიება გაიმართა.
პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, სხვადასხვა რეგიონებში კონცერტების გამართვას და მასტერკლასების ჩატარებას ითვალისწინებს.
პროგრამის მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.