იერუსალიმსა და ისრაელის სხვა ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იერუსალიმსა და ისრაელის სხვა ქალაქებზე ღაზას სექტორიდან რაკეტები გაუშვეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩართულია საჰაერო განგაშის სირენები. იერუსალიმში 3 აფეთქების ხმა გაისმა, თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამ გამოიწვია აფეთქებები – რაკეტების ჩამოვარდნამ თუ თავდაცვის ძალების მიერ მათმა განადგურებამ.

რამდენიმე წუთი ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს რომ ღაზას სექტორთან ყველა დასახლებაზე ისრაელის კონტროლი აღდგენილია.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.