ისრაელზე ჰამასის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს

ისრაელზე ჰამასის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს. დაშავებულთა რაოდენობა 3400-ს აღემატება. დაღუპულთა შორის უცხოეთის ათობით მოქალაქეცაა.

ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც გაიზარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო იერიშებს 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6600-ზე მეტი კი დაშავდა.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში 6 ათასამდე ავიაბომბი ჩააგდო. ინფორმაციას ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი, კონტრადმირალი დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისივე თქმით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია 3600-მდე სამიზნე, ჰამასის სამეთაურო და საკონტროლო პუნქტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. ლიკვიდირებულია ჰამასის ასობით მებრძოლი.