ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰამასს ბოლომდე გაანადგურებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვიდა ქნესეთის სხდომაზე, სადაც საგანგებო მთავრობის ფორმირებას დაუჭირეს მხარი.
„ეს არის ბრძოლა ჩვენი სახლისთვის და ის ჰამასის სრული განადგურებით უნდა დასრულდეს. ებრაელმა ხალხმა გაუძლო ბნელ გამოწვევებს, ალბათ უფრო მეტად ვიდრე სხვა ერებმა, მაგრამ ჩვენ არასდროს დავნებებულვართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ე.წ. ომის მთავრობაში ოპოზიციის წარმომადგენელი ბენი განციც შევიდა, ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, იაირ რაპიდმა კი, საგანგებო მთავრობაში შესვლა არ ისურვა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.